თეგებით ძიება

დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა. მსახიობს 64 წელი შეუსრულდებოდა.

12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო “როცა აყვავდა ნუში”, “მშვენიერი კოსტიუმი” და სხვა ფილმები.

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.

მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათო.

უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა.

მსახიობი 2017 წლის 11 ოქტომბერს  57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა