დაბადების დღეს მძევლის სტატუსით ხვდება - ლაშა ბერულავა 12 წლის ისრაელელი ბიჭის შესახებ წერს
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში 12 წლის ისრაელელი ბიჭის შესახებ წერს, რომელიც საკუთარ დაბადების დღეს მძევლის სტატუსით ხვდება:
„ეს ბიჭი ერეზ კალდერონია. მას დღეს 12 წელი შეუსრულდა, მაგრამ ძალიან უჩვეულო დაბადების დღე აქვს: ამ თარიღს ის ღაზის სექტორში, მამასთან და დასთან ერთად, მძევლის სტატუსით ხვდება..“ - წერს ლაშა ბერულავა.