პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
პოლონეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრები 40 წლის კაცი მოკლეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კაცი ავტომობილის ჩამოყვანის მიზნით პოლონეთში ცოტა ხნის წინ წავიდა.
რის საფუძველზე და ვის მიერ მოხდა მკვლელობა, ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამჟამად ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად სამუშაოები მიმდინარეობს.