დაუჯერებელი შემთხვევა - მამაკაცი კომიდან აპარატიდან გამორთვამდე ერთი საათით ადრე გამოვიდა
საოცარი შემთხვევა მოხდა ავსტრალიაში. იქ ახალგაზრდა კაცმა 33 დღე გაატარა კომაში და
გაიღვიძა ყველაზე ხელსაყრელ მომენტში - ერთი საათით ადრე, სანამ მას აპარატიდან მოხსნიდნენ.
მეტიც, არა მარტო გონს მოვიდა, არამედ ლაპარაკიც კი სცადა. მის ისტორიაზე Yahoo News წერს.
36 წლის კაილ ჰილის ჯანმრთელობის პრობლემები ზაფხულის ბოლოს დაიწყო. აგვისტოში მან საკუთარ სახლში დაკარგა გონება. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს მისი მედიკამენტოზურ კომაში გადაყვანა. ექსპერტები მის მდგომარეობას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ ავსტრალიელის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.
ასე გაგრძელდა თითქმის მთელი სექტემბერი. ოქტომბრის დასაწყისში ექიმები იძულებულნი გახდნენ, გაეფრთხილებინათ პაციენტის ახლობლები და მისი ცოლი: თუ მამაკაცი ორ დღეში გონს არ მოვიდოდა, მას უბრალოდ მოხსნიდნენ აპარატიდან.
იმედი თითქმის აღარ იყო, მაგრამ ფაქტობრივად გამორთვამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა სასწაული: ჰილიმ გაიღვიძა. ის თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, ახლა იგი უკვე გაწერეს და სახლში წავიდა თავის ქალიშვილებთან.
ჰილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო, მას დაუსვეს ფილტვის უკმარისობის დიაგნოზი. აღმოჩნდა, რომ დაავადება გამოწვეული იყო გენის მუტაციით, რის გამოც მის ორგანიზმს არ შეუძლია ლეიკოციტების წარმოება. როგორც ჰილის ახლობლები ამბობენ, ფაქტობრივად ნებისმიერი გაციება მისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.
ახლა ავსტრალიელის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები აგროვებენ ფულს ფილტვის გადანერგვისთვის, ოპერაცია უნდა დაეხმაროს მას.
წყყარო: მკურნალი.ჯი