თეგებით ძიება

მთაწმინდაზე ტურისტი ქალის გაუპატიურება სცადეს - ბრალდებული დაკავებულია

თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა 24 ოქტომბერს, თბილისში, მთაწმინდაზე მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა