თეგებით ძიება

„ჩვენს იგივე მცდელობაზე "მაიდანს" გვიპირებდნენ“ - რა კანონპროექტი დააანონსა არახამიამ?

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონsa.

"ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.

ჩვენს იგივე მცდელობაზე "მაიდანს" გვიპირებდნენ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი არახამიას საკანნმდებლო ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

სარაკეტო დარტყმა მიაყენა ჩვენს "ალა-ლუსულ-კანონისტებს" ნახევრად ოკუპირებული უკრაინიდან. ჩვენი სექტანტების ურთიერთგანადგურების ფონზე საკმაოდ ლოგიკური სვლაა, წმინდა "ლუსულ" სტილში: "რაზ პაშლა ტაკაია პიანკა". ყოველ დღე რაღაც გვიკვირს და მიღებული პოპკორნის ოდენობას ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. დაახლოვებით კი ხვდები, ხვალ რა ელით - მაგრამ ამ დონის ცინიზმი და უსინდისობა მაინც ზედოზირებულია. აი ესენი ჩვენს იგივე მცდელობაზე "მაიდანს" გვიპირებდნენ. ესე კომპლექსურად თუ დაიმსხვრევოდა მათი ტაქტიკა და სტრატეგია - ვერც კი წარმოვიდგენდით. კორპორაციულად უნდა მოვსპოთ, გაქცევისა და მიმალვის საშუალებაც არ უნდა მივცეთ. დღესვე თუ შეუკვეთავენ თავის პატრონებთან გასაქცევ ავიაბილეთებს ქუთაისიდან - მოგებაში დარჩებიან. სადღაც 69 ლარი დაუჯდებათ! - წერს ქართველიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა