თეგებით ძიება

"ჩემს ბავშვებთან მეც აღვნიშნავ ჰელოუინს, ვისაც გსურთ იმხიარულეთ!“ - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსპო აღნიშნული დღესასწაულის მსგავსი ხალხური გასართობი „ჭიაკოკონობა“, რომელიც სასულიერო პირის განმარტებით „ჰელოუინს“ ქართული ანალოგი იყო.

"ჰელოვინი ინგლისში ძალიან სამხიარულო და ხალხურ-საბავშვო თამაშია, რაღაცნაირად ჰგავს ჩვენს ჭიაკოკონობას, რომელიც ბოლო 20 წელში თითქმის სრულიად მოსპო გაბატონებულმა შიოლამადიდებლურმა ეკლესიამ და ასევე ჭონას: ბავშვები დადიან კარდაკარ და ღებულობენ საჩუქრად ტკბილეულობას, ასევე არის ხუმრობები და სანახაობრივი წარმოდგენა- დეკორაციები. 

ჩვენი საპატრიარქო რომ ასეთ საკითხზე ამხელა ყურადღებას იჩენს ამდენი წელია, მეტყველებს მათ დიდ პრიმიტივიზმზე და თეოლოგიური დონის დეფიციტზე. მეორეს მხრივ, ამას კარგად იყენებენ დასავლეთის დემონიზაციისთვის და ფობიების გასაღრმავებლად.

ჩემი ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად კარგად ერთობიან ხოლმე და მეც მათთან ერთად. ასე რომ, ვისაც გსურთ, აღნიშნეთ ჰელოვინი და იმხიარულეთ!", - წერს დეკანოზი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა