თბილისში, ტაქსის მძღოლმა 2 ტურისტის გაუპატიურება სცადა - დაკავებულია 40 წლამდე ასაკის კაცი (ვიდეო)
თავდასხმა ტურისტზე თბილისის ცენტრში. შემთხვევა მთაწმინდაზე მოხდა. მამაკაცმა რუსეთის მოქალაქეზე სექსუალური ძალადობა სცადა და ქალს მობილური წაართვა. ტურისტმა თავდამსხმელის მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.
სავარაუდო მოძალადე - გასან გასანოვი უკვე დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით 40 წლამდე კაცმა რამდენიმე კვირის წინ, კანადის მოქალაქეზეც სცადა ძალადობა და ბრალიც სწორედ ამ საქმეზე აქვს წაყენებული. ბრალი ოფიციალურად მას გუშინ წაუყენეს. პროკურატურა გასანოვს ძარცვას და გაუპატიურების მცდელობას ედავება. დაკავებულს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და ის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. გასანოვი დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატი კი ფისიქიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
"ბრალდების წარდგენა მოხდა გუშინ, დუმილის უფლებას იყენებს. გუშინ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება... ბრალდებულს დაენიშნება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა გამოძიების ეტაპზე", - თქვა ადვოკატმა.
ტურისტებზე ძალადობის შემთხვევები მთაწმინდაზე იმ ადგილას დაფიქსირდა, სადაც 1 წლის წინ შანაი ბრუკის ცხედარი იპოვეს.