ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 226 მძევალი იმყოფება - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, „ჰამასს“ ამ დროისთვის 226 მძევალი ჰყავს დაკავებული. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მძევლად ადამიანების რაოდენობა რამდენჯერმე განაახლა.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, დღეისთვის არსებული დადასტურებული მონაცემებით, სავარაუდო მაჩვენებელი 226-ს შეადგენს.
ამ დრომდე „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაკავებული ოთხი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა.