"ვარ ყოფილი ქმრის, მოქმედი ცოლის ძმა, მერე? რანაირადაა ეს ანასთვის ბენეფიტი?" - სალომე უშხვანის ძმა მიმართვას ავრცელებს
მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ სალომემ და მისმა ძმამ, ნიკოლაი უშხვანმა ანა ქურდაძეს დაუჭირეს მხარი, თაია ჭიჭინაძე და ანა ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. თაიას მტკიცებით, ქურდაძე უშხვანებს გაურიგდა, რათა ის „გააშავონ“.
ამჯერად, ნიკოლაი ამტკიცებს, რომ ნიკოლოზ ქართველთან ნათესაური კავშირი, ანასთვის ბენეფიტი არ უნდა იყოს.
"ვარ ყოფილი ქმრის, მოქმედი ცოლის ძმა, მერე? რანაირადაა ეს ანასთვის ბენეფიტი?“, - წერს სალომე უშხვანის ძმა.