თეგებით ძიება

"ძალიან კარგი ოჯახიშვილია, განათლებული, აღზრდილი, წარმატებული და შემდგარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, კეთილი და სამართლიანი პიროვნებაა" - თათა გიორგობიანი რჩეულზე

ხელის თხოვნის შემდეგ „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი თათა გიორგობიანი საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. აქვე განმარტავს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება და სურს, რომ საჯაროობისგან დაცული იყოს.

რამდენად მოულოდნელი იყო შენთვის ხელის თხოვნა სტუდიაში და შენი რჩეულის ბეჭდით ხელში გამოჩენა?

თათა გიორგობიანი:

ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება, ერთად მოვდივართ, ბევრი რამ გავიარეთ ერთად, ვცდილობდი, ყველას თვალისთვის აგვერიდებინა და მოვახერხეთ საიდუმლოს შენარჩუნება. იყო ჭორები ხან ვისზე, ხან ვისზე, მაგრამ ყოველთვის მეღიმებოდა. ასე გაღიმებულებმა მოვიტანეთ ჩვენი ურთიერთობა აქამდე.

არ ველოდი საჯარო ხელის თხოვნას, ორივეს აზრი იყო, რომ არ გვინდოდა საჯაროდ პირადის გამოფენა. ვერ დამაჯერებდი, რომ ამას  გააკეთებდა. იმდენად შოკური მდგომარეობა მქონდა, მგონი, ცოტა დავიბენი. მერე მივხვდი, სულ რომ ვუყურებდი ხელის თხოვნის ვიდეოებს, გოგონებს უცნაური რეაქციები რომ ჰქონდათ მიკვირდა, რა არის საოცარი და გასაკვირი-მეთქი, ხომ უყვართ ერთმანეთი-მეთქი, მაგრამ მეც იგივე დამემართა. ამ ყოველივეს სიურპრიზის ელემენტი რომ დაემატა, აღმაფრთოვანებელი შეგრძნება იყო, ლამაზი ამბავი გამოვიდა. ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა. ყველამ ყველაფერი იცოდა და მიმალავდნენ.

ვერ მიხვდი ვერაფერს?

იმდენად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას გააკეთებდა, არც მიფიქრია…

ვიდეო: „ჩვენზე ემოციური ხალხია.. მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ და იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო“ – სახალისო ისტორია თათა გიორგობიანის და კონსტანტინე მოსიძის მოგზაურობიდან

გაგვაცანი შენი რჩეული…

ვაპირებ კონფიდენციალურობა შევინარჩუნო, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან კარგი ოჯახიშვილია, განათლებული, აღზრდილი, წარმატებული და შემდგარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, კეთილი და სამართლიანი პიროვნებაა – კონსტანტინე მოსიძე. დანარჩენი ურთიერთობაში მოდის, ორი ადამიანი ერთმანეთს რამდენად გაუგებს, მით უმეტეს, ორივე მხრიდან არის იმის სურვილი, რომ მხარი აუბას თავის პარტნიორს.

ქორწილს როდის უნდა ველოდოთ…

არ ვიცი, ჯერ არ დაგვიგეგმავს ნამდვილად.

უამრავი ადამიანი გილოცავს გაბედნიერებას სოციალური ქსელების მეშვეობით. რას ეტყოდი მათ?

მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ძალიან მინდა, რომ ყველამ იპოვოს თავისი ბედნიერება და ჰქონდეს ჰარმონიული ურთიერთობა. სოციალური ფსიქოლოგი ვარ და ზუსტად ამას ვემსახურები, რომ ადამიანებს რითაც შემეძლება დავეხმარო. ამდენი სითბოსა და კეთილი სურვილებისთვის მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. გული მითბება, რომ სხვისი კარგად ყოფნა ასე უხარიათ ადამიანებს. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდსულოვანი საქციელი. მეც ანალოგიურად ყველას ბედნიერებას ვუსურვებ!

წყარო - fortuna.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა