„ჰამასის“ მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 7300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბერს ისრაელთან დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ღაზას სექტორში დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 7300-ს აჭარბებს. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.
ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია 3038 ბავშვი.
მიმდინარე კვირაში ღაზას სექტორში დაღუპულების რაოდენობის შესახებ განცხადება გააკეთა თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა.
მან თქვა, რომ ეჭვი ეპარება ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ პალესტინელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუმცა, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო ამბობს, რომ „ჰამასის“ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წინა კონფლიქტების დროს „სანდო“ იყო.