თეგებით ძიება

„ჩემს ალისკას ნაყინში ფულს არავინ ახდევინებს...“ - მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საზოგადოების მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს. მისი თქმით, თავის დროზე, ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

„ქართული საზოგადოება უმეტესობა არის ჯანსაღი, ჯანმრთელი. სიყვარულის, მხარდაჭერის ეს ფლუიდები მოდის ჩემთან ჩემი ახლობლების მეშვეობით, მაგალითად, თბილისში, ჩემს ალისკას ნაყინში არავინ არ ახდევინებს ფულს და ესეც რაღაცის გამოხატულებაა..

ჩემი ებრაელი რძლის, ადინას გამოც და ზოგადადაც, დიდი სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ებრაელ ხალხს, ჩემი რძალი უსაყვარლესი ადამიანია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობის მხარეზე. ეს არის ბოროტების და სიკეთის ბრძოლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა