"ვივამედი" უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად - იაგო ხვიჩია
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია საინტერესო ინიციატივას ახმოვანებს:
"მიხეილ სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და დღესაც მწვანე მუზარადასხმული მოგვევლინა პოლიტიკაში. "ვივამედი" უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად, სადაც შესაბამის პაციენტებს, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და სხვა მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ,"- უცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.