თეგებით ძიება

„28-29 ოქტომბერს გაუფრთხილდით თქვენს რესურსებს: ენერგიას, ფულს, დროს“ - ასტროლოგი გვაფრთხილებს

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„მთვარის დაბნელება 28 ოქტომბერს, გრინვიჩის დროით არის.

თბილისის დროით პიკი დადგება 29 ოქტომბერს 0:13 საათზე.

ეს დაბნელება იქნება კურო-მორიელის ნიშნებზე, რომელიც სიმბოლურად უკავშირდება „რესურსების“ ღერძს. ასე რომ, 28-29 ოქტომბერს გაუფრთხილდით თქვენს რესურსებს: ენერგიას, ფულს, დროს და ნებისმიერ რამეს, რაც თქვენი კაპიტალია.

დახარჯეთ თქვენი რესურსები მშვიდად, ეკონომიურად, მაგრამ მომავლის შიშის გარეშე.

ხვალ-ზეგ რომ არ უნდა მოგინდეთ ალკოჰოლის დალევა და მერე საქმეების გარჩევა, ახლა მაგაზე აღარ ვლაპარაკობ“ - წერს რამაზ გიგაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა