უკრაინის დაზვერვა პუტინის სიკვდილის შესახებ ჭორებს ეხმაურება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელ ანდრეი იუსოვს ნაციონალური ტელემარათონის ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ჭორების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
👉 ინტერნეტში პუტინის გარდაცვალებაზე ჭორები ვრცელდება
„თუ პუტინის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ხმებზე ვსაუბრობთ, ეს არის სასიამოვნო, სასიხარულო, ტკბილი, მაგრამ მაინც ჭორები. ანონიმური რუსული Telegram არხები რაღაც ხმებს ავრცელებენ. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, ვის და რაში აწყობს ასეთი რამ.
რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ასეთი რამ რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრა მაინც სასურველია, საერთაშორისო ტრიბუნალის შემდეგ. თუმცა, ამის შესახებ ანონიმური რუსული წყაროებიდან ვერ გაიგებთ“, - ამბობს იუსოვი.
მისივე თქმით, უკრაინელებს თავშეკავებული რეაქცია უნდა ჰქონდეთ მსგავს ხმებზე.
ცნობისთვის, რუსულ მედიებში დაიწერა, რომ პუტინს გული გაუჩერდა და რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება იწყება, რადგანაც მის ნაცვლად ორეულის გამოყენება იგეგმება.
წყარო: newshub.ge