თეგებით ძიება

სიყვარული მსხვერპლშეწირვა კი არა, თავის უპირობო მიძღვნაა - სადაა ბედნიერება?

კომუნიკაციების სპეციალისტი ნათია გოცაძე წყვილებს შორის ჰარმონიაზე საუბრობს.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი კომუნიკაცია, ურთიერთობაა. პირობითად, საღამოს ადამიანი დაღლილი მოვიდა, ცუდ ხასიათზეა - არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ კომუნიკაცია და ურჩევნიათ, თავი დაანებოთ. მაგრამ, არის ასეთი თეორია, რომ სიყვარულს თავისი ენა აქვს. ეს ენა სხვადასხვაა. წყვილები ძალიან ხშირად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.

„სიყვარულისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ის, რომ ადამიანთან კომუნიკაცია არ გქონდეს. ორნაირად მინდა, ეს პროცესი ავხსნა. ერთი, როდესაც სიყვარულს მსხვერპლშეწირვას ვეძახით. მინდა, რომ ეს ორი რამ კატეგორიულად გავმიჯნო. სიყვარული მსხვერპლშეწირვა კი არ არის, თავის უპირობო მიძღვნაა. როგორც კი ამას მსხვერპლშეწირვას ეძახი, ესე იგი, შენი თავი მსხვერპლი გგონია - სადაა ბედნიერება? მაგრამ, თუკი შენ ამას უპირობო მიძღვნას ეძახი, ეს უკვე სიყვარულია და ხვდები, რომ ამ მიძღვნით ხარ ბედნიერი. ერთნი ხართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი კომუნიკაცია, ურთიერთობაა. პირობითად, საღამოს ადამიანი დაღლილი მოვიდა, ცუდ ხასიათზეა - არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ კომუნიკაცია და ურჩევნიათ, თავი დაანებოთ. მაგრამ, არის ასეთი თეორია, რომ სიყვარულს თავისი ენა აქვს. ეს ენა სხვადასხვაა. წყვილები ძალიან ხშირად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა