თეგებით ძიება

19 წლის ბიჭი სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

19 წლის ბიჭი ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის საგუშაგო კოშკზე მარტო იმყოფებოდა და ტელეფონზე საუბრობდა, ამის შემდეგ კი გასროლის ხმა გაიგეს. 

გარდაცვლილი უკვე საკუთარ სახლში, ხობის რაიონშია გადასვენებული. ბიჭი სავალდებულო სამხედრო სამსახურს ერთ თვეში ასრულებდა.

ოჯახის წევრები ითხოვენ გაირკვეს იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა და რა გახდა მომხდარის მიზეზი. რეზი ჩხეიძე ორგზის ჩემპიონი იყო კრივში. რა ეტაპზეა გამოძიება, ოჯახი საქმის კურსში არაა. 

"ყველანაირ გამოძიებას ვითხოვთ, ძალიან გთხოვთ არაფერი დაიმალოს, ყველაფერი ისე იყოს გამოძიებული, როგორც საჭიროა",- ამბობს ოჯახის წევრი.

ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში მომხდარზე კომენტარს არავინ აკეთებს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ოჯახის წევრები და თანატოლები, რომლებთანაც მას ბოლოს ურთიერთობა ჰქონდა, არ დაიკითხულან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა