ეგვიპტეში ავტოავარიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა ეგვიპტეში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
შეჯახების შემდეგ რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის მიზეზები უცნობია. რამდენიმე დღის წინ მსგავსი ავარია აშშ-ში მოხდა. მაშინ ერთმანეთს 109 ავტომობილი შეეჯახა.