თეგებით ძიება

„ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი… და ძლივს წარმოთქმული ფრაზა ,,უნდა გააგრძელო, არ გაჩერდე”…“ - ნიკა წულუკიძე ვიდეოს აქვეყნებს

ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე სოციალური ქსელით ლეგენდარული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„თენგიზის ბოლო ინტერვიუ და ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი, დუმილი… და ძლივს წარმოთქმული ერთი ფრაზა ,,უნდა გააგრძელო, არ გაჩერდე”…

უფრო დიდი ზნეობრივი მაგალითი კაცობისა თითქმის არ მახსენდება, ზნეობრივი კოდექსის უმაღლესი თამასა და ინდიკატორი. დიდი კაცი წავიდა, სიტყვა კაცის მნიშვნელობის განმსაზღვრელი.

როგორც მურმან ლებანიძემ თქვა მასზე ,,ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე” !!!“, – წერს წულუკიძე.

მსახიობი თენგიზ არჩვაძე დღეს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა