თეგებით ძიება

ისრაელი ომის შემდგომ ეტაპზე გადადის - ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს

ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები”, - აღნიშნა ჰაგარმა.

მისი თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას.

„ისრაელი ომშია, რომელიც მას არ დაუწყია და არ სურდა. ისრაელი ებრძვის"ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა