„გვჭირდება კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პრობლემებით“ - თამარ ჩერგოლეიშვილი მიმართვას ავრცელებს
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს მივმართავ - თქვენთან გვაქვს ერთი უმორჩილესი თხოვნა.
გვჭირდება კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პრობლემებით რომ ფოტოები გადავუღოთ კლიპისთვის (თვითონ არ ლაპარაკობს, უბრალოდ რეალური ადამიანი გვინდა, რეალური პრობლემით და მისი ფოტო - მსახიობი არ გვინდა).
საერთო სარგებელი იქნება რომ კარგი კლიპი გამოვა საერთო სარგებლობის რეფორმაზე.
ამას გარდა, ულამაზესი ფოტოებიც შეგრჩებათ, რომელსაც ”დროშიანი ქალის” (ნანა მალაშხიას) აწ უკვე კულტად ქცეული ფოტოს ავტორი გადაგიღებთ.
ასეთი პერსონაჟები გვინდა:
1. მშობელი, რომელიც უკმაყოფილოა განათლების ხარისხით საჯარო სკოლაში, მასწავლებლების კომპეტენციით და უწევს რომ შვილი ატაროს ბევრ რეპეტიტორთან და გადახაიდოს ძვირი.
სკოლის მოსწავლის მშობელი!
2. სკოლის დირექტორი, რომელიც გაანთავისუფლეს პარტიული ნიშნით
3. სტუდენტი რეგიონიდან, რომელსაც უჭირს ბინის ქირა. ოჯახს არ აქვს საშუალება დაეხმაროს. გამოცდებში მაღალ ქულას იღებს და კარგი სტუდენტია.
4. ახალგაზრდა, რომელსაც სურს პროფესიული განათლების მიღება (მზარეული, კონდიტერი, ვეტერინარის დამხმარე და ა.შ.) ან რამე სასერთიფიკატო პროგრამის გავლა. მაგრამ არ აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა ეს განათლება მიიღოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და უკეთესი შემოსავალი გაუხდეს.
5. წვევამდელის ასაკის ადამიანი, რომელსაც სამხედრო მომზადება უნდოდა და ყარაულად დააყენეს, არ მოამზადეს.
6. ექიმი, რომელიც უკმაყოფილოა ფასების ხელოვნურად გათანაბრების პოლიტიკით (DRG), ეს პოლიტიკა ხელს უშლის ოპერაციების ხარისხიანად ჩატარებაში.
7. პაციენტი, რომელიც წამლების ხარჯებს ვერ ფარავს.
8. დასაქმებული, რომელიც იძულებული გახადეს საპენსიო გადასახადი იხადოს.
9. დამსაქმებელი, რომელსაც გაეზარდა საგადასახადო ტვირთი და კი სურდა აეყვანა ახალი კადრი, მაგრამ ამ საპენსიო რეფორმის გამო გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით ეს ვერ მოახერხა.
10. დიასახლისი ბაზარში: როგორ მოიმატა ფასებმა (წყლის დასაწყისში, შუაში და ეხლა) ან კაცი, რომელიც უკმაყოფილოა ინფლაციით და სახელმწიფოს მხრიდან ფულის ბედჭდვით.
11. სესხების მსურველი, რომელსაც გაურთულეს სესხის აღება და კეთილი მიზნებით გაურთულეს საკუთარი შრომით შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა.
ფლზ გამოგვეხმაურეთ - სამშობლოს და ლამაზი ფოტოების ხათრით ♥️
არ ინანებთ“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.