თეგებით ძიება
29. 10. 2023 მსოფლიო

"ჩემთვის ცხადი გახდა: ჩემი დრო არაა“ - მაიკ პენსმა პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა მაიკ პენსმა პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

"ჩემთვის ნათელი გახდა: ახლა ჩემი დრო არაა. ამდენი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე დღეიდან ჩემი პრეზიდენტობის კამპანია შევაჩერო", - თქვა პენსმა ლას-ვეგასში რესპუბლიკელი ებრაელების კოალიციის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

პენსი არის პირველი მნიშვნელოვანი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტობისთვის რბოლას მაშინ გამოეთიშა, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანია ლიდერობას ინარჩუნებს. ყოფილი ვიცეპრეზიდენტი პრაიმერში ყველასთვის მნიშვნელოვან მეტოქედ განიხილებოდა, თუმცა მან საფუძვლიანი მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა