თეგებით ძიება

“დიდოსტატის” გადაღებისას - რა ფოტოს აქვეყნებს კონსტანტინე გამსახურდია?

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. მსახიობს 46 კინოროლი აქვს შესრულებული, მათ შორისაა მთავარი როლი მხატვრული ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელიც 1970 წელს გამოვიდა ეკრანზე. ფილმს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია, რომლის საფუძველზე მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა რომანი „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა.

კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი და სეხნია კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ფილმის მთავარი როლების შემსრულებლები და მწერალია აღბეჭდილი.

„თენგიზ არჩვაძე. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა თავის მარადიულ სასუფეველში. (RIP) 

“დიდოსტატის” გადაღებისას, თენგიზი, ოთარი, მწერალი, იმავდროულად სცენარის ავტორთაგანი შოთა რუსთაველის ორდენით, რომელსაც სიამაყით ატარებდა“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა