თეგებით ძიება

ჩეხეთში მღვდელმა ჰელოუინის გოგრები სატანისტურ სიმბოლოებად გამოაცხადა და დაამტვრია

ჩეხეთში მღვდელმა გადაწყვიტა ბოროტებისთვის ბრძოლა გამოეცხადებინა და ჰელოუინის გოგრები დაამტვრია. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

ჩეხეთის სოფელ კურდეივოში მცხოვრები მღვდელი, იარომირ სმეიკალი ეკლესიიდან გამოდიოდა, როდესაც სალოცავის წინ, ბავშვების მიერ მოტანილი ჰელოუინის გოგრები დაინახა.  მღვდელმა ჩათვალა, რომ სატანისტური სიმბოლოების სიწმინდესთან ახლოს დატოვება არ შეიძლებოდა და გოგრები ფეხით დაამტვრია, თუმცა მშობლების პროტესტის შემდეგ მღვდელმა სოფლის სოციალურ ქსელში საბოდიშო წერილი გამოაქვეყნა.

„იყო ორი რელიგიური და საერო სამყაროების შეჯახებაა. როდესაც კვირა საღამოს ეკლესიიდან გამოვედი, ჩვენს წმინდა მიწაზე ჰელოუინის დღესასწაულის სიმბოლოები დავინახე, რომლებიც წარმართობით მოხიბლული თანამედროვე სამყაროდან დაიბადა. მე ვიმოქმედე ჩემი რწმენისა და მოვალეობის შესაბამისად და ეს სიმბოლოები გავანადგურე. მხოლოდ მეორე დღეს გავიგე, რომ გოგრები სათემო ღონისძიების ნაწილი იყო და ბავშვებმა ამოჭრეს“, - წერს მღვდელი. სმეიკალმა ასევე აღნიშნა, რომ მეზობების, განსაკუთრებით ბავშვების განაწყენება არ სურდა. მოძღვარმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ვალდებულია უპასუხოს „სულიერ ბოროტებას“, თუნდაც ამას ადამიანები გაუცნობიერებლად ქმნიდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა