ჩეხეთის პრეზიდენტმა საპატიო ყარაულს შემთხვევით, თავზე დროშა დაარტა (ვიდეო)
ოფიციალური ცერემონიის დროს ჩეხეთის პრეზიდენტი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამის შესახებ ვიდეოს და ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს:
„ოფიციალური ცერემონიის დროს ჩეხეთის პრეზიდენტმა საპატიო ყარაულს შემთხვევით დროშა გამოსდო ქუდზე და ჩამოუგდო. ამის გამო პრეზიდენტმა სახალხოდ მოიხადა ბოდიში და ღიმილით თქვა, რომ მსგავსს არაფერს გეგმავდა“ - წერს ლაშა ბერულავა.