TBC ჩასარიცხი აპარატების კონტროლი ვისაც ევალება თქვენთან, გვათხოვეთ 1 დღით და ზუსტად ისე უნდა დაიტანჯოს, როგორც ჩვენ ვიტანჯებით - ირაკლი ლატარია
ერთი წამით შეტანას დაიგვიანებ და ტყავს გვაძრობთ და ასეთი მოუწესრიგებელი ბანკი მგონი 90 იანებშიც კი არ იყო - ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალური ქსელის საშუალებით TBC ბანკს მიმართავს:
TBC გამარჯობა.ჩასარიცხი აპარატების კონტროლი ვისაც ევალება თქვენთან, ის ადამიანი ერთი დღით რომ გადმოგვცეთ არ შეიძლება? ..
ათიდან რვა აპარატი არის მწყობრიდან გამოსული. ან სენსორი არ მუშაობს, ან ქვითარი არ არის, ან იჭედება, ან კუპიურებს არ იღებს და ა.შ... რომ გაივლი კილომეტრს, გაგიხარდება აპარატი ვნახეო და ისიც გათიშული - არის მარაზმი... ერთი წამით შეტანას დაიგვიანებ და ტყავს გვაძრობთ და ნელ ნელა ფლეთთ და ასეთი მოუწესრიგებელი ბანკი (ჩასარიცხი აპარატების კუთხით) მგონი 90 იანებშიც კი არ იყო...ეგ კი არა, ფილიალებშიც კი არ გიმუშავებთ... ..
მარაზმი ქვია ამ ყველაფერს, უცოდინრობა და უპასუხისმგებლობაც ზედ და ამიტომ, ვისაც ეს საკითხი ევალება გვათხოვეთ 1 დღით და ზუსტად ისე უნდა დაიტანჯოს როგორც ჩვენ ვიტანჯებით 🙏.
მადლობა და ნახვამდის...
პს: ღამის 11 საათიდან 12 მდე რომ ინტერნეტ ბანკს თიშავთ და პირველის წუთებზე რთავთ და ეგრევე გადაცილებაში გვითვლით, ამაზე სხვა დროს გთხოვთ, თანამშრომელს.. - წერს ირაჯლი ლატარია.