ინგლისელ ჰოკეისტს ყელში მოწინააღმდეგის ციგური მოხვდა და ძლიერი სისხლისდენის შედეგად გარდაიცვალა
ჰოკეიში ინგლისის ჩემპიონატის მატჩის დროს მიღებული ტრავმის შედეგად „ნოტინგემ პანტერსის“ ამერიკელი თავდამსხმელი ადამ ჯონსონი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით, იმედინიუსი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „შეფილდთან“ მატჩის დროს ჯონსონს ყელში მოწინააღმდეგის ციგური მოხვდა, რის შედეგადაც მან ღრმა ჭრილობა მიიღო და ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ჰოკეისტს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
„პანტერსმა“ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ადამის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
ჯონსონი 29 წლის იყო.