რატომ ვიმატებთ ზამთრობით წონაში?
რატომ ვიმატებთ წონაში ზამთარში ?
რატომ ვიმატებთ სიცივის დადგომისას და შეგვიძლია თუ არა ამისგან თავის დაცვა?
მიზეზები, რომლებიც გვაიძულებენ ავკრიფოთ წონა, საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია:
• პირველ რიგში ეს გენეტიკურად ჩამოყალებებული „პროგრამაა“- ცხიმოვანი მასის დაგროვება წელიწადის ყველაზე ცივ და მშიერ დროს. ორგანიზმი აკეთებს ცხიმის აკუმულირებას, რათა შემდეგ ჰქონდეს მთელი წლის დასახარჯი ენერგიის მარაგი.
• მეორე- სიცივე, წვიმა, მოჟამული ამინდი არ გვაძლევს საშუალებას გასეირნებისთვის, ე.ი. ჩვენი ფიზიკური აქტივობა საგრძნობლად მცირდება. ხანგრძლივი სეირნობები იცვლება ტრანსპორტით და ბუნებაში გასეირნება, კინოთეატრები, კაფეებით ან დივანზე კოტრიალით.
• მესამე- მზის სხივის ნაკლებობის გამო გვაკლდება ხალისი და შესაბამისად იკლებს ბედნიერების ჰორმონებიც- ენდორფინების და სეროტონინის დონე. იმისთვის, რომ ბედნიერების დეფიციტი შევივსოთ, ჩვენ ვირჩევთ კვებას-ყველაზე მარტივ გზას. ამას ემატება ტკბილეული, ფუნთუშები, შემწვარი და ცხიმიანი საკვები (ყველაფერი, რაც გვანაყრებს და აიძულებს ტვინს სიამოვნებისგან ნეტარებას მიეცეს).
• მეოთხე- ზამთარში მატების ხშირი გამომწვევი ჩვენს მიერ გაკეთებული საზაფხულო დიეტებია, როცა პლაჟის სეზონი უმრავლესობას მანიაკალური დიეტებისკენ უბიძგებს.
• როგორც კი სიშიშვლე იფარება სვიტერებსა და ქურთუკებში, ხელს არაფერი გვიშლის ცდუნებას მივეცეთ და შესაბამისად თითოეული მოკლებული კილოგრამი უკლებლად გვიბრუნდება.
"თიდანი" გირჩევთ: კარგი ტანის დაყენება, სწრაფ რეჟიმში შეუძლებელია... ვარჯიში არ არის ხანმოკლე ეპიზოდი, ის ხანგრძლივი ეპოპეაა!
და ვინაიდან ზამთარი ჭარბ კილოგრამებს გვახვევს თავს, დროულად მივმართოთ ზომებს.