სოფელში მემორიალის ჩამოშლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არხილოსკალოში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელში მემორიალის ერთ-ერთი ნაწილი ჩამოიშალა და მცირეწლოვანი მოიყოლა. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.