თეგებით ძიება

„შეაჩერე პალესტინელი ხალხის ხოცვა ღაზაში“ -ათენში აქცია გაიმართა

ათენში 5 000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს ისრაელის თავდასხმას ღაზას სექტორში და ქვეყანას პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ინფორმაციას newshub.ge ავრცელებს. 

„ჩვენ ვიბრძვით ხალხის მშვიდობისთვის. შეაჩერე პალესტინელი ხალხის ხოცვა ღაზაში“, - აცხადებენ დემონსტრანტები.

აქციის მონაწილეები ისრაელს „მკვლელ სახელმწიფოს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ისრაელის საელჩოსკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა