აშშ-ში ძაღლმა 17 წლის ბიჭი ინსულტის დროს სიკვდილს გადაარჩინა
აშშ-ში ძაღლმა პატრონი ინსულტის დროს სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ Washington Post იუწყება.
აგვისტოს ერთ ადრიან დილას, 17 წლის გაბრიელ ტანერის პატარა ძაღლი, აქსელი მისი მშობლების საწოლზე ახტა და მათი გაღვიძება ყეფით სცადა. ეს უჩვეულო, რადგან ადრე ძაღლი ასე არასოდეს მოქცეულა. გაბრიელის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ აქსელს გარეთ გასვლა უნდოდა, ქვედა სართულზე ჩაიყვანეს და კარი გაუღეს.
აქსელს გარეთ გასვლა არც უფიქრია. ის უკან, სახლში შებრუნდა, სასწრაფოდ კიბეებზე აირბინა და გაბრიელის ოთახის კართან ყეფა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძაღლი ცდილობდა გაბრიელის მშობლებისთვის ენიშნებინა, რომ ახალგაზრდა ცუდად იყო.
როდესაც მშობლები გაბრიელის ოთახში შევიდნენ, ახალგაზრდას სხეულის მარჯვენა მხარე პარალიზებული ჰქონდა და მოძრაობა უჭირდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარკვა, რომ ახალგაზრდას ინსულტი დაემართა და რომ არა ერთგული ძაღლი, არავინ იცის, შემთხვევა როგორ დასრულდებოდა.