მამა თეიმურაზ ქორიძე კლინიკიდან გაწერეს
მამა თეიმურაზ ქორიძე, რომელიც ფილტვების დაზიანებით კლინიკაში მკურნალობდა, ექიმებმა სახლშ გაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
მამა თეიმურაზ ქორიძე 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახურია. ახალგაზრდა მოძღვარი ბევრისთვის სატელევიზიო ქადაგებებითაა ცნობილი. მას გამორჩეული ადამიანური თვისებების მქონე მღვდლად იცნობენ,
30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოძღვარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.