გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო. გოგოს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან და ფულს სთხოვენ.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწყებულია გამოძიება.