თეგებით ძიება

"ადგილზე გარდაცვალება დააფიქსირა სასწრაფომ" - დედოფლისწყაროში მემორიალის ჩამოშლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

3 წლის ბავშვის სიცოცხლე დედოფლისწყაროში მემორიალური ძეგლის ჩამონგრევამ იმსხვერპლა.  შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში ბავშვებისთვის მოწყობილ სკვერში მოხდა.

3 წლის ბიჭი სკვერში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად ვეფხისა და მოყმის მემორიალი ჩამოიშალა და ბავშვი ნანგრევებში მოიყოლა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

იყო თუ არა კომუნისტების დროს დადგმული  მემორიალი ავარიულ მდგომარეობაში და ხომ არ ექვემდებარებოდა ის დემონტაჟს - არხილოსკალოს გამგებელი ამბობს, რომ ნაგებობა ძველი იყო და მას შემოწმება არ უტარდებოდა.

"ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა გვამი უკვე. სასიცოცხლო ნიშნები არ ემჩნეოდა. ადგილზე გარდაცვალება დააფიქსირა სასწრაფომ", - თქვა ექიმმა, ეკა მანაგაძემ.

სოფელი არხილოსკალოს გამგებელი ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა