თეგებით ძიება
30. 10. 2023 მსოფლიო

"პუტინი გარდაიცვალა 26 ოქტომბერს. მიცვალებულს ვალდაიში, მაცივარში ინახავენ" - სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, ტე­ლეგ­რა­მის რუ­სულ არ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­იკს" უწო­დე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი.

გთა­ვა­ზობთ პრო­ფე­სორ ვა­ლე­რი სო­ლო­ვე­ის სენ­სა­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან ჟურ­ნა­ლისტ დი­მიტ­რი გორ­დო­ნა­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

პრო­ფე­სო­რი უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტთან ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი 26 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ის მოკ­ვდა, ნამ­დვი­ლად, ის მოკ­ვდა, 26 ოქ­ტომ­ბერს, ხუთ­შა­ბათს გარ­და­იც­ვა­ლა, ახლა ის იმ­ყო­ფე­ბა მა­ცი­ვარ­ში, თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ვალ­და­ი­ში. არა­ნა­ი­რი ეჭვი არ არ­სე­ბობს, რომ ის მოკ­ვდა" - აცხა­დებს დი­მიტ­რი გორ­დონ­თან სა­უ­ბარ­ში ვა­ლე­რი სო­ლო­ვეი.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი კი­ბოს მძი­მე ფორ­მა იყო, რო­მე­ლიც 2020 წელს და­უდ­გინ­და. ის­რა­ელ­ში ექი­მე­ბი მკურ­ნა­ლობ­დნენ პუ­ტინს, მაგ­რამ მათ თქვეს, რომ ის იცო­ცხლებ­და 2021-2022 წლამ­დე.

სო­ლო­ვე­ის თქმით, მარ­ტში ის­რა­ე­ლელ­მა ექი­მებ­მა თქვეს, რომ მე­დი­ცი­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამო­წუ­რუ­ლია. თუმ­ცა იქვე დას­ძენს, ზუს­ტად არა­ვინ იცის ასე იყო თუ არა ყვე­ლა­ფე­რი.

ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა