გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გიორგი თოხაძემ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენმა ყაზახი იშხან ყურბაიევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
დღესვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვიჩა ანანიძე (77 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხოლო 28 ოქტომბერს რომეო ბერიძე (60 კგ) - ვერცხლის მედალს.