თეგებით ძიება

ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში - მიხეილ სააკაშვილი

ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში. ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ეს საქმე ოთარ ფარცხალაძის მიერ არის წამოწყებული.

„მე მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ მინდა გამოვიცნოთ, აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომელიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში. მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში. ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი და ყველა ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე და ჩემი არსებობა, საშინლად აღიზიანებს რუსეთს. მათ კონკრეტულად გამოაგზავნეს ფარცხალაძე, რომელმაც აღძრა ეს საქმეები. ფარცხალაძემ კონკრეტული გვარები ამოარჩია, კონკრეტულად ყველა რუსეთის მტრები. თავის დროზე რუსები მთავაზობდნენ, რომ დამენიშნა ვალერი ხაბურძანია უშიშროების მინისტრად და მაშინ ხელს არ დამაკარებდნენ, მერე ამათ დანიშნეს ფარცხალაძე პროკურორად და მშვენივრად მონახეს საერთო ენა. ამიტომ ეს საქმე წარმოდგება სწორედ ამისგან“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა