"პუტინი მოკვდა, ახლა ის იმყოფება ვალდაის რეზიდენციის მაცივარში“ - პროფესორ ვალერი სოლოვეის სკანდალური განცხადება (ვიდეო)
ბოლო დღეების განმავლობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდაცვალებაზე. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულ ადა შესაბამისად ოფიციალური წყაროები მას ცრუ ინფორმაციად აფასებენ.
სწორედ აღნიშნულს გამოეხმაურა რუსი პროფესორი, ისტორიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ვალერი სოლოვეი დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა.
„26 ოქტომბერს გარდაიცვალა, მანამდე გულმა უმტყუნა, რის შემდეგაც მუდმივად იმყოფებოდა რეანიმაციაში. ხუთშაბათს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დაიწყო მისი გაუარესება. ის გარდაიცვალა ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით, 20:40 საათზე. ახლა ის იმყოფება ვალდაის რეზიდენციის მაცივარში", - ამტკიცებს სოლოვეი.