სიცოცხლის ბოლო მომენტი - რა უთხრა სასწრაფო დახმარების მორიგეს მეთიუ პერის ასისტენტმა
„მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებაში უამრავი ვერსია გავრცელდა, თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.
მეთიუ პერის ასისტენტმა სასწრაფოში მას შემდეგ დარეკა, რაც მსახიობს ცხელ აბაზანაში გული გაუჩერდა. უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც სასწრაფო დახმარების მორიგესა და ასისტენტის საუბარია ჩაწერილი. 15-წამიან აუდიოში დახრჩობის შესახებ საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მეთიუს წამალზე დამოკიდებულების დიდი ისტორია ჰქონდა, წყაროებმა განუცხადეს გამოცემას, რომ ნარკოტიკები შემთხვევის ადგილზე არ უპოვიათ.
ამის მიუხედავად, პოლიციამ აღმოაჩინა ანტიდეპრესანტები, შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო საშუალება.
გარდაცვალებამდე, დილით მეთიუმ მეგობარ ქალთან ერთად პიკლბოლი ითამაშა და აღნიშნა, რომ თავს „დაღლილად“ გრძნობდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.