ჩვენი გეგმები მოიცავს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და თურქეთთან ურთიერთობების დალაგებას - ფაშინიანი
ჩვენი გეგმები მოიცავს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას თურქეთთან ურთიერთობის დარეგულირებას“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ საკითხების მოგვარება იოლი არ იქნება“.
ფაშინიანის თქმით, აღნიშნული საკითხების მოგვარება სომხეთის ინტერესებში შედის.
„აზერბაიჯანთან ურთიერთობებისა და მშვიდობის დამყარების სამი ძირითადი პრინციპი შეთანხმებულია და თუ მხარეები დარჩებიან ამ შეთანხმებული პრინციპების ერთგული, ხელმოწერა რეალური გახდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები უახლოეს მომავალში განხორციელდება.