"დედას მიკლავენ, ჩემი ნებართვის გარეშე რაღაც ვითომ კვლევებს უტარებენ. მკვლელებო...“ - რას წერს ტარიელ სუარი?
მუსიკოსი, ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს. როგორც თავად ამბობს, ქალი კაციაშვილის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ტარიელთან შეუთანხმებლად მას გარკვეული სახის გამოკვლევებს უტარებენ.
"კაციაშვილის საავადმყოფო, სადაც დედაჩემი გუშინ მიიყვანეს, არის სრულიად კატასტროფა. დეტალებს დავწერ კომენტარებში.
ჩემი ნებართვის გარეშე რაღაც ვითომ კვლევებს უტარებენ.
მგონი მიკლავენ სრულიად ჯანმრთელ დედას, რაღაც კაციაშვილის საავადმყოფოში“, - წერს მუსიკოსი.