თეგებით ძიება
30. 10. 2023 მსოფლიო

ბავშვები ღაზაში მარილიან წყალს სვამენ - გაერო

გაეროს ბავშვთა დახმარების სააგენტო Unicef-ის ცნობით, ბავშვები ღაზას სექტორში კატასტროფული სიტუაციის წინაშე დგანან. 

„მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ მარილიანი წყალი მისცენ,“- აცხადებენ გაეროში.

ორგანიზაციის სპიკერმა ტობი ფრიკერმა BBC News-ს განუცხადა, ღაზას სექტორში ომამდე დაწყებული ვითარება, კიდევ უფრო დამძიმდა. 

რაც შეეხება მარაგებს და დახმარებას, ტობი ფრიკერი ამბობს, რომ ეს უკიდურესად მინიმალურია. 

„რასაც ახლა ყოველდღიურად ვხედავთ არის ის, რომ ბავშვებს კლავენ... ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნება, ახლა არის ნომერ პირველი ამოცანა“, - აცხადებს ფრიკერი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა