თეგებით ძიება

ჰელოუინის დღისთვის, NASA-ს ჯუნოს მისიამ იუპიტერზე საშინელი „სახე“ დააფიქსირა

ელოუინთან დაკავშირებით, NASA შეუერთდა „შიშის მომგვრელ აქციებს“,  იუპიტერზე გადაღებული, მოღუშული „სახის“ ახალი სურათის გამოქვეყნებით.

ფოტო გადაღებულია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს „იუნონას“ მიერ, გასულ თვეში, 54-ე ფრენის დროს.

მასზე ნაჩვენებია იუპიტერის ღრუბლები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ უჩვეულო ნიმუშს, რაც დამახინჯებული თვალების, ცხვირისა და პირის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სურათის ნახევარი სიბნელეშია პლანეტის ღამის მხარეზე, რაც NASA-ს თქმით, მხოლოდ ამძაფრებს მღელვარებას, რადგან გამოსახულებას ისე აჩენს, თითქოს სახე იყურება კარის მიღმა.

„ჰელოუინისთვის, NASA-ს ჯუნოს მისიამ იუპიტერზე საშინელი „სახე“ დააფიქსირა“, - დასძინა კოსმოსურმა სააგენტომ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯუნო ასეთ სურათს ქმნის. - წერს „დეილიმეილი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა