თეგებით ძიება

"ოჯახად ყოფნას რაც შეეხება, სასურველია, კაცი იყოს მეგრელი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"უღიმღამო ქრაშის არჩევა იცით რით სჯობს ღიმღამიანისას? არაფერს ასხივებს და რასაც გინდა მიაწერ. გაანარიმანებ, ფანტაზიას გაავარჯიშებ. ეს ფანტაზია არ ივარგებს, სხვას მოარგებ, უკეთ გაერთობი მოკლედ, ვიდრე ქრაში თავის თავს უხვად რომ წარმოადგენს და ხელს გიშლის შემოქმედებაში.

შეყვარებულობა პირიქითაა - თუ ორივე მოცეკვავე თანაბრად არ ზის რიტმში, ცეკვა ვერ გადავა მეორე ტურში.

ოჯახად ყოფნას რაც შეეხება (თუ მაინცდამაინც ასე აიჩემებ ადამიანი), სასურველია, კაცი იყოს მეგრელი (ხახახახახახახახა, ვხუმრობ, გენაცვალეთ სულყველას)", - წერს ფსიქოლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა