როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე
როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ განყოფილებაში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით.
როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება, ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური წევრობის, არ დაგავიწყდეთ.
ეს ადამიანი იყო მთავარსარდალი მათ შორის, რომელ მთავარსარდალს მიუტოვებია საკუთარი სახელმწიფო მოქალაქეობა და წასულა სხვა სახელმწიფოს სამსახურში. მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ სხვა სამსახურის გამო“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
ამასთან კითხვაზე, როდის იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, რატი ბრეგაძემ უპასუხა:
„როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, დაბრუნებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“.