თეგებით ძიება
31. 10. 2023 მსოფლიო

ღაზაში 240 მძევალი იმყოფება - ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მინიმუმ 240 მძევალი იმყოფება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განმარტებით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

ამავე ცნობით, ათობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა