თეგებით ძიება
31. 10. 2023 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის ბინა აუქციონზე გაიყიდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მეუღლის ელენას ბინა ღია აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

აუქციონი 30 ოქტომბერს გაიმართა. აუქციონში ორი ადამიანი მონაწილეობდა - ოლგა ლიპოვეცკაია და იულია კალნიცკაია. გამარჯვებული გახდა ლიპოვეცკაია, რომელმაც ობიექტში 44,3 მილიონი რუბლი გადაიხადა. საბოლოო ფასმა საწყისს 20 მილიონით გადააჭარბა.

ყირიმის სახელმწიფო საბჭომ ზელენსკის ბინის ნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება 24 მაისს გამოაცხადა. ნახევარკუნძულის ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ იგივე ბედი ელის დიდ ღვინის ქარხნებსა და საბანკო სტრუქტურებს. მან ხაზი გაუსვა, რომ შეასრულებს დანაპირებს და არ დაუშვებს, რუსეთის მტრებმა ყირიმში ფული გამოიმუშაონ.

მანამდე ყირიმის პარლამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის ბინის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 23,9 მილიონი რუბლია. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართის გაყიდვიდან შემოსული თანხა ომში ჯარისკაცებს მოხმარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა