"ჰამასის" კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 8 525-მდე გაიზარდა
"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 8 525-მდე გაიზარდა.
დაღუპულთა შორის 3 542 ბავშვია, დასძინა უწყებამ. გუშინ სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 8 306 იყო, შესაბამისად რიცხვი 219-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 15 საავადმყოფო და 32 ჯანდაცვის ცენტრი უფუნქციოა. უწყებას არ დაუკონკრეტებია აღნიშნულის მიზეზი.