თეგებით ძიება

"როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად" - ნიკა მელია ენმ-ს ახალ მენეჯმენტს

როდესაც ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, რა ძალა გაჩერებთ მშვიდად და წყნარად? - ასე მიმართავს ნიკა მელია ენმ-ს ახალ მენეჯმენტს.

პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეუბნება, რომ დეპუტატის მანდატი მხოლოდ მიშას მოსანახულებლად არ გამოიყენონ, რადგან სააკაშვილთან ისედაც არავის უშვებენ.

"მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან;

როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? 

და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?!

12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა. 

პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში". - წერს მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა